კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ კოალიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობამ თავისი არჩევანით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული დიქტატი დაასრულა.
ხარაძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ნდობის გამოცხადებით საზოგადოებამ ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი.
„მინდა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცო და ისეთი რეფორმების გატარება ვუსურვო, რომლის შედეგადაც საქართველო სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება“ - აცხადებს მაია ხარაძე და იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად ითანამშრომლებს.