ბიძინა ივანიშვილი: მომავალი მთავრობის სწრაფვა ევროპა და ნატო, აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება

ბიძინა ივანიშვილი: მომავალი მთავრობის სწრაფვა ევროპა და ნატო, აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება

კოალიციის ლიდერის განცხადებით, ადვილი არ იქნება, მაგრამ რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს საქართველომ უნდა მოახერხოს ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოახერხეს.

 „საქართველოს სტრატეგია არ იცვლება და კვლავ რჩება იმ გზაზე, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანი და პირადად მისი დამოკიდებულებაა. ივანიშვილის თქმით, მომავალი მთავრობის სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატო, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს დიდი სურვილი და ვალდებულება, რომ საქართველომ თავის ყველაზე დიდ მეზობელთან რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს“,-აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიცის ლიდერის აზრით, რუსეთის გაღიზიანება სააკაშვილის ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება კი ადვილი არ იქნება.  
„გვესმის წინააღმდეგობები და მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არ იქნება ადვილი, თუმცა არც შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გააღრმავა სააკაშვილმა. მესმის, რომ გეოპოლიტიკურად ეს რუსეთისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ არ ვთვლი, რომ არის პრინციპული საკითხი. სწორი დიპლომატიით და ანალიზით, სწორი დროით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს არ იქნება მისთვის საფრთხე",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.