სერგი კაპანაძე: პარლამენტში „ქართული ოცნება

სერგი კაპანაძე: პარლამენტში „ქართული ოცნება" უმრავლესობით შევა და ამით ყველა კითხვას პასუხი გაეცა

 "პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნება" უმრავლესობით შევა და ამით ყველა კითხვას პასუხი გაეცა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით არჩევნები შედგა და ეს არის მნიშვნელოვანი.

„არჩევნები შედგა, "ნაციონალური მოძრაობა" გადავიდა უმცირესობაში პარლამენტში კი უმრავლესობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" ექნება და ამით ყველა კითხვას პასუხი გაეცა", - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე დღეს საქართველოს საგარეო სამინისტროში, ეუთო-ს დამოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებთა ოფისის ხელმძღვანელს იანეს ლენარჩიჩს შეხვდა