დაჩი ცაგურია გაათავისუფლეს

დაჩი ცაგურია გაათავისუფლეს

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია  ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობიდან, დღეს გაათავისუფლეს. დაჩის შენობასთან მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, „ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“

"მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნუ გეშინიათ ჩვენ იმას არ ვიზამთ რასაც თქვენ აკეთებდით. ჩვენ არ გცემთ და არ გაწამებთ. თუმცა ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.