ლუკა ვოლონტე: ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ახალ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ძალასთან თანამშრომლობას გააგრძელებს

ლუკა ვოლონტე: ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ახალ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ძალასთან თანამშრომლობას გააგრძელებს

ევროპის საბჭოს დელეგაციის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, ლუკა ვოლონტეს განცხადებით, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ეს არჩევნები ძალიან კონკურენტუნარიანი იყო.

„ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ასევე ოპოზიციურმა ძალებმა ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის მათ თავიანთი ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად უნდა მიმართონ“, - განაცხადა ვოლონტემ.

მისი თქმით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ახალ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ძალასთან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისათვის უფრო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.