თინა ხიდაშელი: ამერიკის ელჩის მილოცვა ივანიშვილისთვის იყო ქართველი ხალხის არჩევანის აღიარება

თინა ხიდაშელი: ამერიკის ელჩის მილოცვა ივანიშვილისთვის იყო ქართველი ხალხის არჩევანის აღიარება

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკის ელჩის და სენატორების მიერ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვა,  გამარჯვებისთვის არ იყო აუცილებელი პირობა, აუცილებელი პირობა იყო ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც მან გუშინ მიიღო.

„ამერიკის ელჩის მილოცვა ივანიშვილისთვის იყო ქართველი ხალხის არჩევანის აღიარება. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გუშინდელი დღე იყო, ვიდრე დღევანდელი მილოცვა.

რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ეს ნაციონალების მიერ ამერიკის ელჩის ეს ნაბიჯი აღქმული, მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალების“ აზრი დღეს საქართველოში აღარავის აინტერესებს, მე მათ ვურჩევ ღირსეულად შეეგუონ იმ შედეგს, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად დადგა, პატივი სცენ საკუთარი ხალხის არჩევანს ერთხელ მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სულ უფრო მეტად იმცირებენ იმის შანსებს, რომ მათი მარცხი პოლიტიკურ შედეგებში გადაიზარდოს“,-განაცხადა ხიდაშელმა.