„სამართლიანი არჩევნები“: კოალიცია „ქართული ოცნებას

„სამართლიანი არჩევნები“: კოალიცია „ქართული ოცნებას" მხარი– 54.6 %-მა დაუჭირა

„სამართლიანმა არჩევნების თავმჯდომარე, ნინო ლომჯარიამ მედიაცენტრში მორიგი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.

„სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ კოალიცია „ქართული ოცნებას" მხარი– 54.6 %-მა დაუჭირა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ – 40.7 %-მა,  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას“ – 2.0 %-მა „ლეიბორისტული პარტიას" – 1.2 %-მა, "ახალი მემარჯვენეებს" – 0.4 %-მა, სხვა პარტიებს – 1.0 %-მა დაუჭირა მხარი.

„სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომელიც მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებდა.

ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობა იყო მაღალი და შეადგინა 61 %, ხოლო თბილისის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ მიაღწია 64 %.

"უბნების დახურვისა და ხმების დათვლის პროცედურების დროს დარღვევები დაფიქსირდა უბნების 4%-ზე. არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ უბნების 1%-ის შემთხვევაში. უბნების 98%-ის შემთხვევაში საარჩევნო მასალები საოლქო-საარჩევნო კომისიებში გადასაგზავნად დაილუქა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად", - განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, "სამართლიანმა არჩევნებმა" სხვა დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

ამ დროისთვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 66 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 58 საჩივარი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, 2 ოქტომბრის 11.00 საათის მონაცემებით, არჩევნების პორტალზე ატვირთულია 316 ინციდენტი.

არჩევნების დღისა და შედეგების შეჯამების დაკვირვება ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელა.