ვაშინგტონი საქართველოში დემოკრატულ არჩევნებს ელის

ვაშინგტონი საქართველოში დემოკრატულ არჩევნებს ელის

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

ნულანდი ამბობს, რომ ეს დღე, მეტადმნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, სწორედ ამიტომ არჩევნებში მოსახლეობის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

„ველით დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. ჩვენ გვესმის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი ღამის განმავლობაში ცდილობს შედეგები დაითვალოს, ამიტომ კონკრეტულ განცხადებებს დილით გავაკეთებთ“- აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, არჩევნებს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მათ შორის ეუთოს, ადამიანის უფლებათა დემოკრატიული ინსტიტუტი, NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლები.