522 უბნის მონაცემებით არჩევნებში 53,37%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

522 უბნის მონაცემებით არჩევნებში 53,37%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რომელიც 522 უბნის შედეგებს ეყრდნობა, საპარლამენტო არჩევნებში, 53,37%-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“  ლიდერობს .

მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“,  41,61 %-ით.

რაც შეეხება არჩევნებსი მონაწილე სხვა პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2, 16 %, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,28 %,  „ახალი მემარჯვენეები“ – 0,47 %.

სეგახსენებთ, მონაცემები 522 უბნის შედეგებს ეყრდნობა, რაც ამომრჩეველთა 13,86%-ს შეადგენს.