სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართა

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ით საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართა, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო თანამემამულენო გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ჩვენ გეგმაზომიერად მივდიოდით ამ გზით მთელი 9 წლის განმავლობაში, დღეს მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი, საქართველო შედგა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი არჩვენები დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამ არჩევნებით ჩვენ როგორც ერმა გამოვავლინეთ ჩვენი პრიციპული პოზიცია, როგორც თავისუფლებისკენ მიზანსწრაფულმა საზოგადოებამ, როგორც დასავლური სამყაროს განუყრელმა ნაწილმა, ჩვენ დაუმტკიცედ მათ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ მათ დიდ ოჯახში ყოფნას.

ასევე ამ არჩევნებმა ჩვენს მტერს ნათლად დაანახა, რომ მისი ყველა მცდელობა ქვეყნის დემორალიზაციისა, დასუსტებისა და დამორჩილებისა უსუსურია, ამ დიდებული გონიერი, ნიჭიერი ერის წინაშე, რომელთაც გასაჭირი კიდევ უფრო აერთიანებს და კრავს ერთ განუყრელ ნაწილად.

მე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენს წინაშე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყნის, საქართველოს ასეთი უანგარო, უსაზღვრო სიყვარულისთვის და მინდა გაცნობოთ, რომ მე თქვენს არჩევანს, თქვენს ხმას, ნებისმიერი გამოვლინებით, განურჩევლად იმისა ვის ეკუთვნის ის უდიდეს პატივს ვცემ და გპირდებით, რომ ამ არჩევნებში, ამ შეჯიბრში გამარჯვებას მიულოცავ ყველა გამარჯვებულ კანდიდატსა, თუ პოლიტიკურ მოძრაობას, მეც ხომ თქვენსავით მიყვარს ღვთით კურთხეული ჩვენი სამშობლო.

თქვენი არჩევანი, თქვენი ხმა გასაგებია და მისაღები, ჩვენ ხომ ნამდვილ დემოკრატიას ვაშენებთ, ჩვენ ხომ ერთად ვოცნებობთ ერთიან, დამოუკიდებელ, ბედნიერ საქართველოზე, ამას ვემსახურებოდი მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, ის ორი საპრეზიდენტო ვადა, დღესაც ამას ვაკეთებ და მომავალშიც ასე იქნება, არ აქვს მნიშვნელობას სად და რა თანამდებობაზე ვიქნები, ქვეყნის, ერის სამსახურში დავრჩები მუდამ ამას გპირდებით.

1 ოქტომბერი კი აუცილებლად დაიკავებს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეულ ადგილს, როგორც დასაწყისს ერის გაერთიანების და გაბრწყინების პერიოდისა.

პატივისცემით: მ. სააკაშვილი