თიანეთში არჩევნები ზაქარია ქუცნაშვილმა მოიგო

თიანეთში არჩევნები ზაქარია ქუცნაშვილმა მოიგო

თიანეთის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მოიგო. ეს ინფორმაცია for.ge-მ თავად ზაქარია ქუცნაშვილისგან შეიტყო.

როგორც მან განგვიმარტა, ამ განცხადებას საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოქმებზე დაყრდნობით აკეთებს - “მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 60% ავიღე, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 30%. დაახლოებით იგივე შედეგები მივიღეთ პროპორციულ არჩევნებში“.