ხაშურის რამდენიმე უბანზე ვითარება დაიძაბა

ხაშურის რამდენიმე უბანზე ვითარება დაიძაბა

ხაშურის №35-ე საარჩევნო ოლქის №3 საარჩევნო უბანთან ვითარება დაძაბულია. ტელეკომპანიების, „მაესტროს“ და  „მე-9-ე არხის“ ინფორმაციით,  უბანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანეს.

ბიულეტენების გატაცებისას, საარჩევნო უბანთან სპეცრაზმმა მხუთავი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მოსახლეობამ ისინი შეძახილებით - ფაშისტებო! - გააცილა.

„მე-9 არხის“  ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ხაშურში, დაძაბულობა იყო №10 საარჩევნო უბანზეც, სადაც ასევე სპეცრაზმი იყო  მობილიზბეული.