საია ხაშურის №3, №5, №10, №19, №45 და №46 უბნების შედეგების ბათილობას ითხოვს

საია ხაშურის №3, №5, №10, №19, №45 და №46 უბნების შედეგების ბათილობას ითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ხაშურის №35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართავს და  №3, №5, №10, №19, №45 და №46 უბნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ, ამ მოთხოვნის მიზეზია გავრცელებული ინფორმაცია დასახელებულ უბნებზე სპეცდანიშნულების რაზმების შესვლისა და შემაჯამებელი ოქმების გადაკეთების შესახებ.

საია №26-ე უბნის შედეგების გაბათილებასაც ითხოვს, საიდანაც დამკვირვებლები გამოაძევეს.