გოგი თოფაძე: ხაშურში    მეხუთე, მეათე და  მეცამეტე საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმია მობილიზებული

გოგი თოფაძე: ხაშურში მეხუთე, მეათე და მეცამეტე საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმია მობილიზებული

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის  გოგი თოფაძის განცხადებით, ამჟამად,  ხაშურში კონკრეტულად,  მეხუთე, მეათე და  მეცამეტე საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმია მობილიზებული.

თოფაძის თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლები უხეშად ერევიან კომისიის წევრების  საქმიანობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ ხაშურში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ცდილობს  ყველანაირი დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა თავიდან აიცილოს.

„აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალადობა მიმდინარეობს. ვალერი გელაშვილი ყველასთვის ცნობილია და მისი პარლამენტში მოხვედრა არ სურთ. ნიღბიანი მამაკაცები, სპეცნაზმი საარჩევნო უბნებში იმყოფებიან, რომლებიც  საარჩევნო რეალობას არ სჭირდება. სპეცრაზმის წევრები   საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების  მუშაობაშიც ჩაერიენ, მათ  ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან   ყუთი წაიღეს, შემდეგ დააბრუნეს, მაგრამ   რა ჩაყარეს იმ ყუთში ღმერთმა იცის! ხალხი ძალიან აღელვებულია და არაა გამორიცხული სიტუაცია დაიძაბოს“, - განაცხადა თოფაძემ.