კახა კახიშვილი:  ცესკომ უზრუნველყოს, რომ  კომისიის თავმჯდომარე ჩაჯდეს კანონის ჩარჩოებში

კახა კახიშვილი: ცესკომ უზრუნველყოს, რომ კომისიის თავმჯდომარე ჩაჯდეს კანონის ჩარჩოებში

მედიაცენტრი სახელმწიფო მოხელეების ფარულ აგიტაციაზე საუბრობს. კახა კახიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ცესკო-ს მიმართა და ცესკო-ს კომისიის თავმჯდომარეების უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფისკენ კენ მოუწოდა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა მოხელეს ყველა რგოლში აკრძალული აქვს საარჩევნო აგიტაცია, როგორც ფარული, ისე აშკარა. აქ ფარულ აგიტაციაზეა საუბარი, ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა. მივმართავ ცესკო-ს, რომ იქნებ რამენაირად უზრუნველყოს, რომ,  კომისიის თავმჯდომარე ჩაჯდეს კანონის ჩარჩოებში და იმოქმედოს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელსაც მას ავალდებულებს კანონი და არა საკუთარი შემოქმედებით იყოს დაკავებული“,-აცხადებს კახიშვილი.