ქედაში 22-ე საარჩევნო უბანს პოლიციის თანამშრომელი აკონტროლებს

ქედაში 22-ე საარჩევნო უბანს პოლიციის თანამშრომელი აკონტროლებს

ქედაში 22-ე საარჩევნო უბანს პოლიციის თანამშრომელი აკონტროლებს. სამართალდამცველი საარჩევნო უბანთან დილიდან დგას. მეცხრე არხთან საუბარში ის არ უარყოფს, რომ დავლებული აქვს საარჩევნო უბანი გააკონტროლოს. ამავე უბანზე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები სპეციალური სიებით არიან მობილიზებულები. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების მიყვანას კი ნაციანალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის იაშა შერვაშიძის ძმისშვილი საკუთარი მანქანით უზრუნველყოფს.