ახალქალაქში  „კვირის რპეორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრიეს

ახალქალაქში „კვირის რპეორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრიეს

ახალქალაქის №40-ე საარჩევნო ოლქის, ვაჩიანის № 25-ე უბნის თავმჯდომარემ ვაჰან  ბეგრაგიანმა  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ, ვინმე ფედია ტოროსიანთან ერთად სტუდია ჯი-ენ-ეს-ის გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრია.

 კომისიის თავმჯდომარე და ტოროსიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება,  ჟურნალისტ ზვიად თხელიძეს და ოპერატორ ნოდარ ხარანაულს თავს მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ დაესხნენ თავს და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, თუმცა მოხმდარ ინციდენტზე სამართალდამცველები რეაგირებას ამ დრომდე არ ახდენენ.