„ამომრჩეველთა ლიგის“  ინფორმაციით, ნიუ-იორკში გახსნილ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებენ

„ამომრჩეველთა ლიგის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკში გახსნილ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“  ინფორმაციით, ნიუ-იორკში გახსნილ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებენ.

როგორც ჟურნალისტებს „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენლმა ნიუ-იორკში ივანე შაიშმელაშვილმა განუცხადა, ამის  მიზეზად ხან საშვის ფერს, ხან კიდევ, არალამინირებულ საშვებს ასახელებენ.

„საბუთი ლეგიტიმურად არ ჩათვალეს. მიზეზად ხარ უფერულობას, ხან კიდევ არალამინირებულ საშვს ასახელებენ. ეს უბრალოდ მიზეზია. არცერთ  დამკვირვებელს უბანზე შესვლის საშუალება არ ეძლევა. საარჩევნო უბანზე მხოლოდ ახალაგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი შეუშვეს, რომელმაც საარჩევნო უბანზე შესვლა საკონსულოს დახმარებით შეძლო“, - განაცხადა  შაიშმელაშვილმა, რომელიც ამჟამად, ნიუ-იორკში იმყოფება.

ამასთან, როგორც ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, მიზეზი, რომ დამკვირვებლის ბარათი არ არის ლამინირებული, უსაფუძვლოა, რადგან ცესკო-მ „ამომრჩეველთა ლიგის“დამკვირვებლებ სდამკვირვებლის ბარათების დიდი ნაწილი ლამინირების გარეშე გადმოსცა, რომლითაც დღესაც მოქმედებენ საქართველოს მასშტაბით.

ჩიკვაიძის განმარტებით, ამ ბარათებზე წერია განკარგულების ნომერი, რომლითაც დამკვირვებლებმა რეგისტრაცია გაიარეს და თუ კომისიის თავმჯდომარეს რაიმე ეჭვიგაუჩნდა, ამის გადამოწმება რთული არა რის.