შალვა შავგულიძე: იმედი მაქვს ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევნას, რომელიც  სამართლიანი და ღირსეული იქნება

შალვა შავგულიძე: იმედი მაქვს ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევნას, რომელიც სამართლიანი და ღირსეული იქნება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ხმა ვაკის მე-10 საარჩევნო უბანზე მისცა. მასთან ერთად თავისი ვაჟი იმყოფებოდა.

შავგულიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევნებს, რომელიც  სამართლიანი და ღირსეული იქნება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არაამარტო რიცხობრივად არიან მეტნი, არამედ მოტივაციითაც.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მოტივაცია როგორც შინაარსობლივად, ისევე თვისობრივადაც გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე მოტივაცია  იმ ამომრჩევლებისა, რომლებმაც დღეს ხმა კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს. ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს უკვე თავად აღარ მოსწონს ის უღირსი ყოფა, რა ყოფასაც მმართველი პარტია მათ სთავაზობს“, - განაცხადა შავგულიძემ.