არასამთვრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრი: უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ძალიან ხშირია

არასამთვრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრი: უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ძალიან ხშირია

9 არასამთვრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. მათ ჟურნალისტებს ინფორმაცია ამ დროისთვის, არსებული დარღვევების შესახებ მიაწოდეს. როგორც არასამთავრობოების მედიაცენტრში აცხადებენ, ძალიან ხშირია უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა და აღნიშნავენ, რომ მიზეზი, თუ რატომ ვერ უზრუნველყო ცესკომ საარჩევნო უბნების ბიულეტენებით უზრუნველყოფა სხვადასხვა  მიზეზი სახელდება.

„თითქმის ყველა რეგიონიდან ჩვენმა დამკვირვებლებმა შეგვატყობინეს ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობის თაობაზე.  მიზეზები,  თუ რა იწვევს ბიულეტენების დანაკლისს, მიზეზები  და განმარტებები სხვადასხვაგვარია. აღნიშნულზე განმარტებებს საღამოს შევაჯამებთ, თუმცა ჩვენთის გაუგებარიაცესკომ, თუ  რატომ ვერ უზრუნველყო უბნების  ბიულეტენებითსრულად მომარაგება.

პრობლემებია ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში. ეს ეხება კერძოდ,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფლებს, სადაც საარჩევნო უბნებზე ხშირადაა ქაოსი. არის შემთხვევები, როდესაც კაბინაში  რამდენიმე ადამიანი შედის და ხშირად მეორეს უთითებს,   ხუთიანიშემოხაზოს.  ისევ ისმის შეძახილები „ბეშ“ „ბეშ“, რაც  ქართულ ენაზე ხუთიანის შემოხაზვას ნიშნავს. ამ შემთხვევებს, როდესაც დამკვირვებლები ასაჩივრებენ და ცდილობენ დაწერონ საჩივარი, ხშირია წინააღმდეგობის გაწევა კომისიის თავმჯდომარისგან და აუცილებელი ხდება ამ საქმეში  საოლქო სააარჩევნო კომიის წარმომადგენლები ჩავრთოთ,  რის შემდეგაც ამ საჩივრის წარდგენა ხერხდება“, - აცხადებენ არასამთვრობოთა მედიაცენტრში.

ცნობისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელშეწყობით, მუშაობა დაიწყო მედია ცენტრმა, რომლის მეშვეობითაც ფონდის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას წარუდგენენ ინფორმაციას არჩევნების დღის მონიტორინგის, ხმების დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ.