ყარაჯალის №39 საარჩევნო უბანზე დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა

ყარაჯალის №39 საარჩევნო უბანზე დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა

თელავში, სოფელ ყარაჯალაში განთავსებულ  №39 საარჩევნო უბნებზე არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ  „თავისუფალი საქართველოს“  თელავის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი მოსიაშვილის შტაბი ავრცელებს.

საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს კაბინაში ხმის მიცემის პროცედურის დროს ორი და მეტი პირის ყოფნას ერთდროულად.

ამის შესახებ გიორგი მოსიაშვილმა მოგვაწოდა ფოტომასალა რომელიც ასახავს ხმის მიცემის დროს დარღვევის ამსახველ ფაქტებს.