ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, წირვას სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, წირვას სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად, წამებული ბიძინაჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღესთან დაკავშირებით, აღვლენილ წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო.

წირვა-ლოცვა ტაძარში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღავლინა.

სასულიერო პირმად ღევანდელი დღისმნიშვნელობაზე ისაუბრა და წმინდანების სახელის მატარებელად ამიანებს დღესასწაული მიულოცა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველას კარგად ესმის,წმინდანად შერაცხულ გმირებს ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულმა რა შეაძლებინა.

„ჩვენ ჭეშმარიტად უნდა გვიყვარდეს ღმერთი და ჩვენი სამშობლო. დღეს კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი დღე ჩაიწერება საქართველოს უდიდეს და უძველეს ისტორიაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის მეუღლემ,ეკატერინე ხვედელიძემ კი, იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად, „ცუდი სიურპრიზების“ გარეშე დასრულდება.

ცნობისთის, დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული ეროვნულიგმირების,  რწმენისა და საქვეყნო საქმისთვის წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველამოქმედ ტაძარშ იწირვა-ლოცვა შესრულდა.