სალომე ზურაბიშვილი: ასეთი რამ, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოში მოხდა, არსად არ მინახავს

სალომე ზურაბიშვილი: ასეთი რამ, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოში მოხდა, არსად არ მინახავს

თავისი არჩევანი უკვე გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ორი დღის წინ ჩამოფრინდა.

„საქართველოს გზის“ ლიდერის განცხადებით, ის ფაქტები რაც საქართველოში არჩევნების წინ მოხდა, მას არსად უნახავს.

„მე ასეთი რამ, რაც წინასაარჩევნოდ საქართველოში მოხდა, არსად არ მინახავს და კიდევ უფრო საშინელი იყო იმ ქალებისა და დედების გამოსვლა, რომლებიც ამ ფაქტებს ამართლებდნენ, მათ ენა უბრუნდებათ იმაზე, რომ ეს ფაქტები გაამართლონ და კიდევ რაღაც ფანტაზიები მოიფიქრონ.  არ ვიცი რა ქვიათ ამ ადამიანებს, რომელთაც ადამიანებიც არ ეწოდებათ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.