ემიგრანტების პროტესტი  ესპანეთში

ემიგრანტების პროტესტი ესპანეთში

ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებმაც წინასაარჩევნო პროცედურები რამდენიმე დღის წინ გაიარეს, სიებში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას  „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„დღეს ესპანეთში სამუშაო დღეა, მიუხედავად ამისა, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი იმდენად დიდია, რომ მოსვლა მაინც მოვახერხეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიებში არ ვართ", - აცხადებენ ემიგრანტები.

საარჩევნო უბნებთან ემიგრანტები ამ ფაქტებს აპროტესტებენ, იქ დილიდან ხმაურია.