ბიზნესმენები  10 თვის ბარბარე რაფალიანის დაღუპვის მიზეზების დასადგენად სპეციალურ ფონდს ქმნიან

ბიზნესმენები 10 თვის ბარბარე რაფალიანის დაღუპვის მიზეზების დასადგენად სპეციალურ ფონდს ქმნიან

 საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის ,,ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ გადაწყვეტილებით, შექმნილია 500 000 ლარიანი ფონდი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანის ტრაგიკული დაღუპვის რეალური  მიზეზების დასადგენად შეიქმნა. ამ განცხადებას ჯგუფის კოორდინატორი დავით ბეგიაშვილი აცხადებს.

,,ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის,“ შეშფოთებასა და მწუხარებას გამოთქვამს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში 10 თვის ბარბარე რაფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით. საინიციატივო ჯგუფი უნდობლობას უცხადებს ქვეყნის შიგნით არსებულ სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს და წინასაარჩევნოთ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე სიმართლის დადგენის მიზნით, საქმეზე ჭეშმარიტებით დაინტერესებული მოხალისეების შემოწირულობით ფორმირებული 500 000 ათასი ლარის ოდენობით ფონდი შექმნა.

ფონდი გადაუხდის გასამრჯელოს ყველა იმ ინფორმირებულ პირს, ვინც გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში 10 თვის ბარბარე რაფალიანის დაღუპვის ფაქტზე მოგვაწოდებს ღირებულ და დადასტურებულ ინფორმაციას. ამასთან ერთად ავღნიშნავთ, რომ არც ჩვენი ჯგუფი და არც ფონდის მოხალისეები არ ვართ დაკავშირებული სამართალდამცავ სტრუქტურებთან და არც მათთან ვთანამშრომლობთ.

ასევე ვადასტურებთ, რომ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში ჩვენს მხრიდან ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება საჯაროდ არ მოხდება. ფონდის შექმნის მიზანია გურჯანის რაიონ სოფელ კოლაგში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ჭეშმარიტების დადგენა და ამის შესახებ მხოლოდ საზოგადოების ინფორმირება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.