12:00 საათითვის ამომრჩეველთა აქტივობა 25.5 % -ია

12:00 საათითვის ამომრჩეველთა აქტივობა 25.5 % -ია

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 25.5 % -ია. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილმა მარნეულის ოლქში მე-80 საარჩევნო უბაანზე მომხდარ ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ უბანზე ერთ ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კომისიის საქმიანობაში ჩაერია, რამაც გამოიწვია კომისიის მუშაობის შეფერხება.

„ყველა საარჩევნო სუბიექტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოვუწოდებ ნუ შეუშლიან ხელს საარჩვევმო კომისიის მუშაობას და ნუ შეაფერხებენ კენჭისყრის პროცესს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, საერთო ჯამში არჩევნები განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„რამდენიმე დარღვევა იყო, თუმცა ამაზე ჩვენ გავაკეთეთ განმარტებები. ნებისმიერ სხვა დარღევაზე ჩვენ მოვახდენთ სათანადო რეაგირებას და სათანადო ინფორმაციას მოგაწვდით“, - დასძინა მან.

ამასთანაავაე, აზარაშვილი“ მაესტროს“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს არ ადასტურებს.