ჯუდიტ გოფი: საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია

ჯუდიტ გოფი: საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია

"საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია“- აცხადებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი, რომელიც 26-ე საარჩევნო უბანში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

მისი დათვალიერების შემდეგ ელჩმა აღნიშნა, რომ  პროცესის შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა  საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა  აქტივობა ნათელია.

მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნების დათვალიერებას განაგრძობს და პროცესს საერთაშორისო დაკვირვებლებთან შეთანხმების შემდეგ ერთობლივად შეაჯამებენ.