შიდა ქართლში არჩევნების მიმდინარეობისის პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში არჩევნების მიმდინარეობისის პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლის სარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობის პროცესში რამდენიმე ინციდენტი და დარღვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, ხაშურის რაიონში, სოფელ ოსიაურში კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ინფო-9"-ს ჟურნალისტს და ოპერატორს. ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

 ამასთან, არსებული ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ დიცის საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ.

გარდა ამისა, დაბა სურამის საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მას შვილის სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ და ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს.