დავით ბაქრაძე:  იმედი მაქვს რომ დღეს მედიის წარმომადგენლები ხელოვნურად არ შეეცდებიან პრობლემის შექმნას

დავით ბაქრაძე: იმედი მაქვს რომ დღეს მედიის წარმომადგენლები ხელოვნურად არ შეეცდებიან პრობლემის შექმნას

 პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოჯახთან ერთად მთაწმინდის 27-ე უბანზე მივიდა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

ბაქრაძის განცხადებით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არ არის პარტიული არჩევნები დღეს, არის არჩევნები რომელიც ემსახურება ჩვენს ქვეყანას.

“ყველა უბანზე არის დიდი რაოდენობა დამკვირებლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების. ამიტომ მე გამოვრიცხავ, რომ სადმე სერიოზული დარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს.

 ნებისმიერ შემთხვევაში თუ სადმე იქნა რამე დარღვევა, გაძლიერებულ და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს საარჩევნო კომისია, ასევე განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, “ნაციონალურ მოძრაობაში” კი არსებობს, ჯგუფი რომელიც რეაგირებას მოახდენს, ყველა პრობლემაზე.

მე იმედი მაქვს, რომ დღეს მედიის წარმომადგენლები ხელოვნურად არ შეეცდებიან პრობლემის შექმნას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არ არის პარტიული არჩევნები დღეს, არის არჩევნები რომელიც ემსახურება ჩვენს ქვეყანას,”–განაცხადა დავით ბაქრაძემ.