საჯარო სამსახურში დასაქმებულები არჩევნებს არასამთავრობოების სახელით აკვირდებიან

საჯარო სამსახურში დასაქმებულები არჩევნებს არასამთავრობოების სახელით აკვირდებიან

საჯარო სამსახურში დასაქმებულები არჩევნებს არასამთავრობოების სახელით აკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას tspress.ge ავრცლებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფოთის 70– ე საოქლო კომისიას  აკრედიტაციისთვის 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. აქედან ხუთი ორგანიზაციის საქმიანობა, მხოლოდ არჩევნების დღეს დამკვირვებლის საქმიანობით  შემოიფარგლება. ორგანიზაციები ოფიციალურად რეგისტრირებულებია არიან, თუმცა არჩევნებიდან არჩევნებამდე რაიმე სახის აქტივობებს არ ახორციელებენ.

 აღნიშნული  ორგანიზაციის  დამფუძნებელი და თავმჯდომარეები  ხელისუფლების წარმომადგენელბი ან მათი კადრები არიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციამ დამკვირვებლის სტატუსით აკრედიტაცია გაიარეს საჯარო სამსახურში დასაქმებულები, მათო ოჯახის წევრები და ნათესავები.

 ნაციონალ-დამკვირვებელთა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სია ასე გამოიყურება

 ქალთა კლუბი "მედეა"–ს თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის", ფოთის საკრებულოს წევრი, ნაციონალი,, დარეჯან ცხვიტარია.

"პროგრამა ბიზნეს–პროგრესი" – თავმჯდომარე,  ნაციონალი რევაზ წულაია

"ახალგაზრდების განვითარების ცენტრი"– საკრებულის ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე კახა გუგუჩია

"ფოთი ფოთელებისათვის და ახალი საქართველოსათვის"– თავმჯდომარე, ნაციონალი არჩილ ცხვიტარია(დარეჯან ცხვიტარიას შვილი)

"ინიციატივა ნათელი მომავლისათვის"– ნაციონალი, თეა სიჭინავა.

 ბოლო 4 არჩევნებია აღნიშნული ორგანიზაციის სახელით საჯარო სამსახურში დასაქმებულები არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით არიან წარმოდგენილი. ისინი ძირითად, უბნებზე რეგისტრატორის მაგიდის უკან დგანან და ამომრჩევლის მოსვლა–არმოსვლას აღრიცხავენ, აღნიშნულზე ინფორმაციას კი, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბებს აწვდიან, რათა წინასწარ შეპირებული ამომრჩევლების გაკონტროლების იმიტაცია შექმნან.

 ფოთში არჩევნებს 10-მდე საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება.