საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარ მონაცემებს 2 ოქტომბერს წარმოადგენს

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარ მონაცემებს 2 ოქტომბერს წარმოადგენს

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას 2 ოქტომბერს გააკეთებს. მისია აღნიშნულ შედეგებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე, 14:30 საათზე წარმოადგენს.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.

2 ოქტომბერს განცხადებას ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტონინო პიცულა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ასენ აგოვი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კაბრნოცი და ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი გააკეთებენ.

არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 401 დამკვირვებლისგან შედგება. ის 290 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგანაა წარმოდგენილი, რომელთა წევრები 42 სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს, ასევე ეუთოს, ევროპის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების წევრებს წარმოადგენენ.