ცესკოს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო ფოთის საარჩევნო ოლქმა 5 500 ბიულეტენით ნაკლები

ცესკოს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო ფოთის საარჩევნო ოლქმა 5 500 ბიულეტენით ნაკლები

ცესკო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო ფოთის საარჩევნო ოლქმა 5 500 ბიულეტენით ნაკლები, გაამოწმებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, ამ დროისათვის უცნობია.

მისივე ინფორმაციით, დილის 08:00 საათზე ყველა უბანი გახსნილი იყო. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები არ აქვს თუმცა აცხადებს, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 2 51-00-51, ასევე ამომრჩევლებს შეუძლიათ ისარგებლონ ონლაინ მომსახურებითაც, შეუძლიათ დარღვევებზე ონლაინ ოპერატორს შეატყობინონ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ცესკო ჟურნალისტებს ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ყოველ საათში ერთხელ გააცნობს.