სააკაშვილმა არჩევანი მე-19 საარჩევნო უბანში გააკეთა

სააკაშვილმა არჩევანი მე-19 საარჩევნო უბანში გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო და თავისი არჩევანი მე-19 საარჩევნო უბანში გააკეთა. პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა.

როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოსთვის ისტრიულია, რადგან დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება. 

დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება იმისთვის, რომ საქართველომ წინ იაროს და აღარასოდეს დაბრუნდეს წარსულში, იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები უკეთეს ქვეყანაში გაიზარდონ და მათი ბედი უკან ვერავინ შეატრიალოს“ - განაცხადა სააკაშვილმა. 


 სააკაშვილი  დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხისა და მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. 

„როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის სიბრძნეში, შორსმჭვრეტელობასა და გონიერებაში. ეს ის არჩევანია, რომელსაც არამარტო ახლანდელი თაობის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მომავალი თაობების გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლია“-აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეს მაღალი აქტივობა და სამოქალაქო შეგნების გამოხატულება დაფიქსირდება, რის შედეგადაც საქართველო და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს. 

"დღეს წყდება სახელმწიფოს ბედი, რათა წავიდეს წინ და არ დავბრუნდეთ წარსულში. ქართველი ხალხის ბედს ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. ჩვენი ხალხი იღებდა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი სიბრძნეში, გონიერებაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ დღეს იქნება მაღალი აქტივობა. მე არ ვლაპარაკობ პარტიულ გამარჯვებაზე. ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.