შსს ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლების გაკონტროლებისკენ მოუწოდებს

შსს ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლების გაკონტროლებისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო  არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.

ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო  ღებულობს  ინფორმაციას რეგიონებში  ფულის დარიგების  მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები  კი შსს-ს ინფორმაციით, ფულის დარიგებისას კონკრეტული   პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.

„პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას  აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას  –  გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.