საია საპარლამენტო არჩევნებს 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება

საია საპარლამენტო არჩევნებს 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღევანდელ საპარლამენტო არჩევნების თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში აკვირდება. საია-ს თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში, მათ შორის 35 ოლქში მობილური ჯგუფები მოძრაობენ.

ორგანოზაცია აკვირდება არჩევნებს რეგიონებში - აჭარა; იმერეთი; გურია; სამეგრელო; შიდა ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; ქვემო ქართლი; კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.

ოლქების მიხედვით კი, საია-ს დაკვირვების ქვეშ მოექცა თბილისის ათივე ოლქი, ასევე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ახალციხის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და დუშეთის ოლქები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისებს - აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და უნგრეთში.

საიას ცხელ ხაზსაც აფუნქციონირებს, რომლის მეშვებით, როგორც მოქალაქეებს, შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია - 218-26-11

დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე კი, საია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს.