საპარლამენტო არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება

საპარლამენტო არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება

საპარლამენტო არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან – "აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, "ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი" (ODIHR), ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნებისა და რეფერენდუმის დეპარტამენტი, რუმინეთის საელჩო საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ბელორუსიის რესპუბლიკის არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმების ჩატარების ცენტრალური კომისია, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სომხეთის ცესკო, ყაზახეთის ცესკო, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ესტონეთის ეროვნული საარჩევნო კომისია, ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი და სენატი, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია, უნგრეთის საელჩო საქართველოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ავსტრალიის პარლამენტი, ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სუამის საპარლამენტო ასამბლეა, პოლონეთის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, არაბული სახელმწიფოების ლიგა, ბულგარეთის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტი, ევროპარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების მარშალის ფონდი, ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვები.

რაც შეეხება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე სადამკვირვებლო რეგისტრაცია გაიარეს - ამომრჩეველთა ლიგამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, მრავალეროვანმა საქართველომ, საარჩევნო სისტემების კვლევითმა ცენტრმა, ახალი თაობა - ახალი ინიციატივამ, საქართველოს მედია-კლუბმა და ა.შ.

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, არჩევნებზე აკრედიტებული ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობა 61 ათასს, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლების – 33 ათასს