ამომრჩეველთა ლიგის განცხადება

ამომრჩეველთა ლიგის განცხადება

ამომრჩეველთა ლიგას, სატელეფონო ცხელი ხაზისა და ვებ გვერდის საშუალებით მომართა დიდი როდენობით ამომრჩეველმა. მათი განცხადებით ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავს საარჩევნო უბნებში გამოკრულ ამომრჩეველთა სიებში.

გადამოწმების შედეგად, მათი უმრავლესობა აღმოჩნდა ცესკოს ვებ გვერდზე ატვირთულ  სიაში.

ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია რა არის საუბნო საარჩევნო სიებიდან მათი ამოღების მიზეზი.

ამომრჩევლებს ვთხოვთ გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო უბნებში გამოკრულ სიებში.

სიაში საკუთარი თავის ვერ მოძებნის შემთხვევაში ამომრჩეველთა ლიგა მიმართავს ამომრჩეველს დაუკავშირდეს  ლიგის რაიონულ ოფისებს ან მიმართოს ამომრჩეველთა ლიგას ცხელი ხაზის საშუალებით 299 55 81, 298 23 91. ალ. ჭავჭავაზის ქ. 11 თბილისი