სალომე ზურაბიშვილი:  გავაკეთოთ არჩევანი ისტორიული, არჩევანი სწორი, არჩევანი ქართული!

სალომე ზურაბიშვილი: გავაკეთოთ არჩევანი ისტორიული, არჩევანი სწორი, არჩევანი ქართული!

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი,პარტია  „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი  სტამბოლიდან თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც  From.ge გთავაზობთ უცვლელად:

 "მიმართვა თანამემამულეებს, მიმართვა სამშობლოს!

“დღეს თქვენთან უნდა ვყოფილიყავი და დამესრულებინა ამდენი წლის წინ დაწყებული ბრძოლა თქვენთან ერთად! სამწუხაროდ ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა... ამ უმნიშველოვანეს დღეს გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის და ჩემი გავლილი გზიდან პიროვნული პოზიცია თქვენთვის ბოლოდე გამეზიარებია.

როცა მივმართავ ჩემ სამშობლოს ესოდენ გადამწყვეტ წუთში არ შემიძლია თქვენთან ერთად არ გავიხსენო გავლილი გზა. რომელმაც აქობამდე მომიყვანა, თქვენს წინაშე დამაყენა და განაპირობა ჩემი დღევანდელი არჩევანი.

დავიბადე ოჯახში სადაც ქართული ოცნება თუ არა, ოცნება საქართველოზე ყოველღიური ტკვილი, სიხარულიც და სალოცავი იყო. ოჯახში სადაც წინაპრების მაგალითი და მათი დაუღალავი სამშობლოსთვის ზრუნვა გვაწვებოდა როგორც უწმინდესი ვალი:ნიკო ნიკოლაძე,ივანე ზურაბიშვილი, მექი კედია, მიშა კედია,ლევან ზურაბიშვილიმ ან კიდევ ჩემი ცხოვრების განუმეორებელი მეგობარი ჯანრი კაშია, სხვა და სხვა დროს და სხვა და სხვა გარემოებებში ბედისწერისგამო მოხვედრილნი, ერთი სულისკვეთებით იყვნენ ამოქმედებულნი... მათგან ვისწავლე და გავიგე თუ რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახური, საზოგადოებრივი მოღვაწეობა და სამშობლოსათვის უანგარო და უზომო თავდადება. პარიზში იმ დროინდელ პოლიტიკურ ემიგრაცია გვაძლევადა მაგალითს იმისი თუ რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანების ბრძოლა და ტავისუფალი აზროვნება.ადრევე გავიგე თუ რაოდენ საფრთხეს წარმოადგენს პარტიულ ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენება.

მე პირადად ჩემი მეორე სამშობლოსგან საფრანგეთისგან - ქვეყანა სადაც სახელმწიფო სამსახურის ცნება პრინციპად არის ქცეული - მივიღე საჭირო გამოცდილება იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე და როგორ უნდა სახელმზიფოს ემსახურებოდეს და არა რომელიმე ადამიანს თუ გუნდს, კლანს ემორჩილებოდეს, რათა ყველასათვის ერთნაირად მისაწვდომი და ზრუნველი იყოს სახელმწიფო. ნეიტრალობა მიკერძოების მაგივრად. ჩემი თითქმის 40 წლიანი გამოცდილებიდან როგორც დიპლომატი ვისწავლე რომ ყველასთან მოინახება საერთო ენა, რომ მოლაპარაკება ომზე უფრო ეფეკტური იარაღიც შეიძლება აღმოჩნდეს და რომ პატარა ქვეყანას უფრო სჭრდება პროფესიონალური და ეფეკტური დიპლომატია ვიდრე დიდს და ძლიერს.

ასეთ წინაპრების გაზრდილი და ასეთ გამოცდილების მქონე, საკვირველი ის იქნებოდა რომ, პირველივე შანსი ქვეყნის სამსახურში ჩადგომის იმთავითვე არ გამომეყენებია. ისე დავთანხმდი, რომ არც იმაზე მიფიქრია თუ რამდენად კონფორტულ პირობებს და დაფასებულ კარიერას ვტოვებდი და რას გადავეყრებოდი. მჯეროდა რომ საქართველო თავისი ისტორიის ახალ ფურცელს სწერდა და მეც შემეძლო ჩემი წვლილი შემეტანა.

 

ამ არჩევანს და გადაწყვეტილეაბს არც არასოდეს ვინანებ. და დღესეც ისე მოვიქცევოდი თუმცა არჩეული გზა არც თუ ადვილი აღმოჩნდა.მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი რომ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და ამოცანა შევასრულე,ანუ მშვიდობიანი გაყვანა რუსეთის ჯარებისა და საგარეო უწყების ახალ საწყისებზე გადაყვანა...თუმცა ეს ყველაფერი ისევ გასაკეთებელია!

მალე მივხდი, ხოლო ქვეყნის სათავეში მყოფი მმართველები ჩემზე უფრო ადრე მიხვდნენ, რომ ჩემი ადგილი მათ წრე-გუნდში არ იყო. აღმოვჩნდი მათთვის მიუღებელი სხეული, თავისუფალი მონებთა შორის, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული კლანური დაჯგუფებების შორის. ისენი თვლიდნენ და თვლიან რომ ქვეყანა მათ ეკუთვნოდათ, მე კი მრწამს რომ ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს სამშობლოს - ანუ კატეგორიული გაუგებრობა და შეუთავსებლობა.

გაქცევისა და წარმატებულ კარიერისკენ მიბრუნების მაგივრად,ვარჩიე ჩემთვის ერთადერთი მისაღები და ლოგიკური არჩევანი, ანუ დარჩენა და ქვეყნისთვის ბრძოლის გაგრძელება სხვა ფორმით - ანუ უშვალოდ პოლიტიკურ ასპარესზე გამოსვლით-. საკმაოდ რთულ პირობებში:მრავალფეროვან ოპოზიციის რანგებში რომელსაც ხშირად ჩემი არ ესმოდა და ზოგჯერ ვერ მგუობდა, მაგრამ რომლის ბევრ წევრს პატივს ვცემ დაუღალავ ბრძოლისათვის.

თქვენთან ერთად 100 დღე ვიდექი, თქვენთან ერთად ყველა ბრძოლაში,ქუჩაში გამოსვლა თუ დიალოგი იქნებოდა - მივიღე ჩემი წვლილი... მაგრამ, როცა ნათელი გახდა ზოგის ღალატის და რაც მთავარია ქვეყნის მართველი გუნდის ძალადობის და შეუვალობის პირობებში ჩემი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება , როცა მივხდი რომ ამ პირობებში პოლიტიკური ბრძოლის საშუალებები ამოიწურა, გადავწყვიტე დროებით განზე გადგომა "სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს"-ის პრინიცპით ... ეს გარიდება და ამავე დროს ახალ და საჭირო გამოცდილების მიღება (გაეროში) არ ნიშნავდა არც მოწყვეტას, არც დავიწყებას! ვისაც ჩემსავით გავლილი აქვს პოლიტიკური ემიგრაციის წლები მას ესმის რომ სადაც არ უნდა იყო და რა კედელიც არ უნდა გიშენებნენ შენს და სამშობლოს შორის, ვერ მოსცილდები და მასზე ფიქრსა და ზრუნვას ვერ მოეშვები.

დრო დადგა ხელახლა საქართველოსთვის არჩევნის გაკეთების.

დრო დადგა ჩემთვის ჩემი სათქმელის თქმის არა როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არც ვალის მქონე ვინმეს მიმართ ან რამის მოლოდინში მყოფი ადამიანი.

ეს არის ჩემი თავისუფალი არჩევანი და მოწოდება არავის ნაკარნახები, ჩემი როგორც ევროპელი და ბოლო წვეტამდე ქართველი ეღტი თავისუფალი მოქალაქესი.

დღევანდელ უმძიმეს პირობებში ჩაძირულ საქართველოს გამოუჩნდა იმედი. ბიძინა ივანიშვილის არც დიდი კაპიტალი და უანგაროდ გაკეთებული საქმე არ განაპირობებს ჩემ დღევანდელ გადაწყვეტილებას. ... მასში მე ვხედავ და ვაფასებ იმას რაც დღეს ჩვენ ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასი და არსებითი მიმაჩნია.

 

ივანიშვილი გვთავაზობს იმას რასაც საქართველო ელოდება დამოუკიდებელობის გამოცხადების დღიდან და რის გარეშეც მისი სიკვდილი გარდაუვალია: ანუ საქართველო აქციოს ცივილიზაციის კერად, ქვეყანად სადაც არა ერთი კაცის თვითნებობა, არა ერთპარტიული მმართველობა არა კლანების თარეში, არა ტოტალური ძალადობა, არა უსამართლობა, არამედ ქვეყანა დაფუძნებული კანონზე და ინსტიტუტებზე. ის ქვეყანა რომელზედაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები და რომელიც გახდა დღეს ჩვენი ოცნება. გვთავაზობს ერთად ავაშენოთ ქვეყანა სადაც ხვალ მნიშვნელობა არარ ექნება ვინ არის და რა ქვია პრეზიდენტს, და ვის ყავს ნაცნობი რომელ ადგილას, ან რომელ მოსამართლეს რამდენს გადაუხდის. დემოკრატიულ ინსტიტუებზე დაფუძნებული ქვეყანა!

გვთავაზობს ძალიან მარტივ ფორმულას - კანონის უზენაესობას- რომელიც ჩემი გამოცდილებიდან, აღრზდიდან,და გავლილ გზიდან გამომდინარე უალტერნატივოდ მეჩვენება როგორც ერთადერთი საშველი ჩვენი ქვეყნისათვის.

ამიტომ მე პირადად და პიროვნულად- სალომე ზურაბიშვილი- ვუჭერ უპირობოდ მხარს არა ბიძინა ივანიშვილს როგორც ერთ პიროვნებას და მომავალ მესიას, არა ბიძინა ივანიშვილს როგორც პარტიას (რაც არ უნდა საოცნებო იყოს და ბევრი ღირსეული ძალების შემაერთებელი). მე ვუჭერ მხარს ერთადერთ რამეს ივანიშვილის მიერ წარმოდგენილ პროგრამის საფუძველზე ახალ ქართული სახელმწიფოს აშენებას! კანონის და სამართალის უზენაესობაზე დამკვიდრებული ქართულ სახელმწიფოსი!

ამიტომ გიწოდებთ ვისაც ჩემსავით საქართველო უფრო მაღლა დაგიყენებიათ ვიდრე დღევანდელი თქვენი სამსახური და საკუთარი კეთილდღეობა, ვისაც გავლილი გაქვთ უცხოეთში გახიზნების მძიმე გზა, ვისაც თვალები გაგეხილათ ამ რეჟიმის სისასტიკეზე გუშინ თუ დღეს, გავაკეთოთ არჩევანი ისტორიული, არჩევანი სწორი, არჩევანი ქართული!

ასეთი არჩევანი ერთხელ მოდის ადამიანის ცხოვრებაში და ვშიშობ ჩვენთვის ქვეყნის არსებობაში. დაე არ შეგვეშლებოდეს! არ გავუშვათ ხელიდან რაც არის სწორი და რაც არის მართალი"!