„ქართული ოცნების“ აქცია უკვე დასრულდა

„ქართული ოცნების“ აქცია უკვე დასრულდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვნითი აქციის დასრულების შემდეგ კოალიციის მხარდამჭერმა ახალგაზრდებმა თავისუფლების მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

ისინი კრეფენ ძირს დავარდნილ პალაკატებს, პოლიეთილენის პარკებსა და პლსტმასის ბოთლებს.

ამჟამად მიმდინარეობს სცენის დემონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიიდან  აპარატურის გატანის პროცესი.

აქციის მონაწილეები და კოალიციის მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე თითქის აღარ იმყოფებიან, ისინი უკვე დაიშალნენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა თანდათან დგება.