სოსო ჯაჭვლიანი: დღეს დავანახებთ საქართველოს, რამდენი ვართ

სოსო ჯაჭვლიანი: დღეს დავანახებთ საქართველოს, რამდენი ვართ

კოალიცია „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, სადაც საქართველოს აჩვენებენ, თუ რამდენი არიან.ამის შესახებ ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს სპორტის სასახლის წინ განუცხადა, სადაც ამ წუთებში კოალიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.

ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, დღეს და ხვალ ფრთხილად იყვნენ, ზეგიდან კი ბედნიერ საქართველოში იცხოვრებენ.

„აქ ვიკრიბებით გლდანის და საბაურთალოს მოსახლეობა და მარტო ჩვენ გავავსებთ ორ სტადიონს. დღეს დავანახებთ საქართველოს, რამდენი ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. ამ ნაძირალებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამიტომ დღეს და ხვალ ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიყოთ, ზეგ კი ბედნიერ საქართველოში ვიცხოვრებთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.