ბიძინა ივანიშვილი: მსოფლიოს ვანახეთ ერი, რომელიც ჭეშმარიტ დემოკრატიას იმსახურებს

ბიძინა ივანიშვილი: მსოფლიოს ვანახეთ ერი, რომელიც ჭეშმარიტ დემოკრატიას იმსახურებს

კოალიცია „ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია უკვე დასრულდა. აქციის დასრულების შემდეგ პოლიტიკური  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ მხარდამჭერთა რაოდენობა გამარჯვებად და დიდ შედეგად შეაფასა.

 „ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბებოდა. ასეა მომართული მთელი საქართველო. ეს საოცრებაა. საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს და ეს საოცრება ვანახეთ მთელს მსოფლიოს. მათ ვაჩვენეთ როგორი კულტურული,ძლიერი და გაუტეხელი ხალხი ვართ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიომ ნახა ერი, რომელიც ჭეშმარიტ დემოკრატიას იმსახურებს.