კახი  კავსაძე:  ეს შეკრება შთამბეჭდავი და ხალხმრავალი იყო

კახი კავსაძე: ეს შეკრება შთამბეჭდავი და ხალხმრავალი იყო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციაზე მსახიობი კახი კავსაძეც იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, მას მომავლის იმედი და რწმენა აქვს.

„ღმერთმა იმედი არ დაგვიკარგოს, ბიძინა ჩემი კარგი, ახლო მეგობარია. მისი გვერდში დგომით ვარ დღეს ცოცხალი და ჩემს საქმეს ვემსახურები. მისი უზომოდ მადლობელი ვარ. გაუმარჯოს ღმერთმა მას“, - განაცხადა კავსაძემ.

რაც შეეხება აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს, კავსაძის თქმით, ეს შეკრება შთამბეჭდავი და ხალხმრავალი იყო. აქვე აღნიშნა, რომ ასეთ მხარდაჭერას ის ელოდებოდა კიდეც.