შალვა შავგულიძე: ამდენი ადამიანის კეთილ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება

შალვა შავგულიძე: ამდენი ადამიანის კეთილ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება

ვაკეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას შთამბეჭდავს უწოდებს.

მისი განცხადებით, საზოგადოებაში საბრძოლო და საზეიმო განწყობაა.

„ვხედავთ როგორი მრავალრიცხოვანია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ვხედავთ, მათ თუ როგორ სურთ ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდეს. ამდენი ადამიანის კეთილ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა შავგულიძემ.