პაატა ზაქარეიშვილი : „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით ქუთაისი სავსეა

პაატა ზაქარეიშვილი : „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით ქუთაისი სავსეა

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ქუთაისში მთელი დასავლეთ საქართველოა შეკრებილი და ისინი ღიად უჭერენ მხარს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არჩევნებში.

„ძალიან, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი ქუთაისში, ქალაქი მთლიანად სავსეა. საქართველო მხარს ჭერს საპარალემენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“,-აცხადებს ზაქარეშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარამჭერი აქცია თბილისის პარალელურად, ქუთაისშიც იმართება.