სასულიერო პირები აქციაზე კოლონას

სასულიერო პირები აქციაზე კოლონას "ქართული ოცნების" დროშებით მიჰყვებიან

ვაკიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, სასულიერო პირები შეუერთდნენ.

ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვრის გიორგი დორეულის განცხადებით, მწუხრის ლოცვები 16:00-ის ნაცვლად, 14:00 საათზე გადმოიტანეს, რომ აქციას დასწრებოდნენ.

"წმინდა მამები ამბობენ - სულ სხვაა სიმშვიდე, სულ სხვაა უგუნურება. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. მადლობა ღმერთს, ისინი მიხვდნენ,, რომ სიმშვიდის დრო აღარ არის", - განაცხადა მამა გიორგი დორეულმა.

სასულიერო პირები კოლონას მიჰყვებიან და ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.