გუბაზ სანიკიძე: საქართველოს დაბადებამდე მხოლოდ 2 დღე დარჩა

გუბაზ სანიკიძე: საქართველოს დაბადებამდე მხოლოდ 2 დღე დარჩა

კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში უკვე დაიწყო. როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ აქციაზე გამოსვლის დროს განაცხადა, საქართველოს დაბადებამდე 2 დღე დარჩა.

მისი თქმით, ქუთაისი იყო, არის და დარჩება ერთიანი საქართველოს მედროშე ქალაქად.

"თბილისი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება ქუთაისლებო. საქართველოს დაბადებამდე 2 დღე დარჩა. ქუთაისი იყო, არის და დარჩება ერთიანი საქართველოს მედროშე ქალაქად. 2 დღის წინ ქუთაისში სამოქალაქო გმირობა მოხდა, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა თავის მომავალს "კი" უთხრა. ამ თეატრის დიდებული ქართველი ხელოვანები დღეს აქ არიან", - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისსა და თბილისში ცენტრალურ მოედნებზე მიმდინარე კოალიცია "ქართული ოცნების" აქციები ტელეხიდის მეშვეობით პირდაპირ ეთერში ერთვება.