თეა წულუკიანი: დღეს დავანახებთ „ნაცმოძრაობას“, რომ ვერ წაგვართმევენ იმ ხმებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის

თეა წულუკიანი: დღეს დავანახებთ „ნაცმოძრაობას“, რომ ვერ წაგვართმევენ იმ ხმებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის

 „დღევანდელი აქციით გაფრთხილება ეძლევა გაყალბების მცდელობაში ადრე მონაწილე ადამიანებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ის დასჯადი ქმედებაა“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვა. დღევანდელი შეკრებით კი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ხმებს, რომელიც კოალიციას ეკუთვნის, ვერავინ წაართმევს.

„დღეს აქციაზე მოვა ძალიან ბევრი ხალხი, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ დავუშვებთ ზეგ მთელი დღის განმავლობაში პროცესების არასწორ განვითარებას; რომ გაყალბების არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ვერ წაგვართმევენ იმ ხმებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის“