„ქართული ოცნების“ აქცია კონცერტით დაიწყო

„ქართული ოცნების“ აქცია კონცერტით დაიწყო

კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციაზე მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე უკვე შეიკრიბნენ. თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან ის კოლონების ნაკადებიც, რომლებიც ოთხი ადგილიდან მოემართებოდნენ.

აქციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ მიმართა.

ასევე მხარდამჭრებისთვის იმღერა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, ნუკრი კაპანაძემ და ანსამბლმა „ფორტემ“.

თავისუფლების მოედნაზე უკვე იმყოფებიან კოალიციის ლიდერები. მანიფესტაცია რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელზედაც კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს.

ამჯამად შეზღუდულია გადაადგილება,თავისფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ასევე შეზღუდვით მოძრაობენ ფილალრმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მხარდამჭერთა რაოდენობა განუსაზღვრელია, თუმცა ხალხის ნაკადი მეტრო რუსთაველამდე დგას.