გიორგი გაჩეჩილაძე: დღევანდელ აქციაზე ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების სურვილი დაფიქსირდება

გიორგი გაჩეჩილაძე: დღევანდელ აქციაზე ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების სურვილი დაფიქსირდება

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების სურვილი დაფიქსირდება. ამის შესახებ მან დღეს ვაკის პარკთან შეკრებილ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი აზრით, დღევანდელი აქცია საქართველოს  ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დინამო არენა“ ვერ შეავსო და 29 ათას კაცზე მეტი ვერ მიიყვანა. დღეს მარტო ვაკის რაიონიდან 30 ათასი კაცი იქნება“-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, მთავარ გზავნილებს დღეს ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავად გააკეთებს.

ამ დროისთვის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა იკრიბება.