„ჩოხოსნები“  საზოგადოებრივ პროტესტს უერთდებიან

„ჩოხოსნები“ საზოგადოებრივ პროტესტს უერთდებიან

"სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ“ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში  სპეციალური განცხადება გააკეთა. “ჩოხოსანთა“  განცხადებით, ის პატიმრების წამების კადრები, რაც ქართული ტელევიზიებით გავრცელდა, სამარცხვინო და ამორალურია.

„ ჩვენი აღშფოთება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, გვინდა ასევე მადლობა გადავუხადოთ  ახალგაზრდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მხარდაჭერისთვის. მათ არ ეძინათ, ისინი უბრალოდ უყურებდნენ იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ვითარდებოდა, დღეს ჩვენი ჩოხის ჩაცმაც მათი დამსახურებაა “, - განაცხადეს ჩოხოსნებმა“.